ტაძრის ქურდობა

ბარბარეს ეკლესიის გაქურდვასთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება დაიწყო

ბარბარეს ეკლესიის გაქურდვასთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისში, 31-ე ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბარბარეს ეკლესია მსახურებს გაქურდული დახვდათ.

ტაძრის მოძღვრის თქმით, ეკლესია დარბეულია, ჩამოყრილია ხატები და ჯვრები დამტვრეულია.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და კრიმინალური სამსახურის თანამშრომლები. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა არის წაღებული.

კომენტარები