ხანძარი

ვაგზლის მოედანზე, დევნილთა საცხოვრებელში ხანძარი ლოკალიზებულია

ლევან ყურაშვილი

თბილისში, ვაგზლის მოედანზე, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე დევნილთა საცხოვრებელში ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. 

სამაშველო სამსახურში შეტყობინება დღეს 12:55 წუთზე შევიდა. ცეცხლი მესამე სართულსა და სახურავს შორის გაჩნდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის საკრებულოში დიდუბის მაჟორიტარი და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგებელი. ისინი დაზარალებულებს თანადგომას და ზარალის ანაზღაურებას დაპირდნენ. 

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები