სასჯელაღსრულების სამინისტრო

მსჯავრდებულს უკანა ტანში სამი მობილური ტელეფონი აღმოუჩინეს

http://www.mcla.gov.ge/

მსჯავრდებულს უკანა ტანში სამი მობილური ტელეფონი აღმოუჩინეს. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებულ ვ.ბ.-ს N19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში მიღებისას, საკონტროლო-გამშვებ პუნქტში ჩატარებული შემოწმება-დათვალიერების და შემდეგ რენტგენოლოგიური კვლევისას, უკანა ტანში პრეზერვატივებში შეფუთული სამი მობილური ტელეფონი აღმოუჩინეს. 

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3781 მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტითა და 3782მუხლის პირველი ნაწილით. საქმეს იძიებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი. 
დანიშნულია სასამართლო კომპლექსური (ქიმიური, ტრასოლოგიური, ვიდეოსკოპიური, ჰაბიდოსკოპიური, საინფორმაციო-ტექნოლოგიური) ექსპერტიზა.

კომენტარები