განზრახ მკვლელობა

ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში ტაქსის მძღოლი მოკლეს

ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში ტაქსის მძღოლი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მკვლელის ვინაობა უკვე დადგენილია და სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, მკვლელობის სავარაუდო მოტივი მძღოლისთვის თანხის გადაუხდელობა იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტაბულასთან საუბარში უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ამნისტირებული პატიმარია. გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები