სტიქია

წყალტუბოს რაიონის სოფელ ჟონეთთან მაგისტრალი 300 მეტრის სიგრძეზე დაიტბორა

მდინარე რიონი
cnobismoyvare.wordpress.com

წყალტუბოს რაიონის სოფელ ჟონეთთან ადიდებულმა რიონმა მაგისტრალი 300 მეტრის სიგრძეზე დატბორა. 

მაშველებმა დატბორილი მაგისტრალიდან მოახდინეს 25 ადამიანის ევაკუირება. ევაკუირებულია მაგისტრალზე დარჩენილი მანქანებიც. 

რიონმა დატბორა წყალტუბოში მდებარე რამდენიმე სახლი და საცხოვრებელი კორპუსების პირველი სართულები. 

კომენტარები