შვედეთი

შვედეთი სანაპიროსთან უცხო ქვეყნის წყალქვეშა აქტიურობას ადასტურებს

bbc.ru

შვედეთის შეიარაღებული ძალების სარდლობამ დაადასტურა, რომ სტოკჰოლმის არქიპელაგის მახლობლად, დიდი ალბათობით, უცხო წყალქვეშა ობიექტების აქტიურობა შეინიშნება. ამას სამოყვარულო ფოტო ადასტურებს, რომელზეც წყალქვეშა ობიექტის ზედაპირზე ამოსვლა არის აღბეჭდილი.

შვედი სამხედროები არც ადასტურებენ და არც უარყოფენ ცნობას იმის შესახებ, რომ ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში რუსული წყალქვეშა ნავი კატასტროფას განიცდის. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შვედმა სამხედროებმა რუსული წყალქვეშა ნავის განგაშის სიგნალი დააფიქსირეს, შვედურმა გამოცემამ გაავრცელა. 

შვედეთის სანაპიროდან სამძებრო ოპერაცია გრძელდება, რომლშიც 200-ზე მეტი სამხედრო  მონაწილეობს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამ რეგიონში რუსული წყალქვეშა ნავების ყოფნა კატეგორიულად უარყო. თუმცა, კატასტროფის რაიონში რუსული ხომალდის საეჭვო მოძრაობა შენიშნეს, რომელიც სავარაუდოდ წყალქვეშა სამძებრო ოპერაციას უკავშირდება. 

კომენტარები