ქალთა მიმართ ძალადობა

ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემაზე სპეციალური ჯგუფი შეიქმნება

ჯგუფში სასულიერო პირებიც შევლენ - ამის შესახებ პრეზიდენტმა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. განხილვას საქართველოს პირველი ლედიც ესწრებოდა. ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების გახშირებაზე კომენტარი გააკეთეს მმართველი გუნდის წევრებმა. თეა წულუკიანმა და ეკა ბესელიამ მათ მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებებიც განმარტეს. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ძალადობის ფაქტების ზრდა ხელისუფლების უმოქმედობისა და უუნარობის დამსახურებაა. გიგა ბოკერიას თქმით, მმართველი გუნდის წევრები პრობლემასთან ბრძოლის ნაცვლად, განცხადებებში ძალადობას ამართლებენ. პრობლემის მოგვარებისთვის დამატებითი ღონისძიებების გატარების აუცილებლობაზე საუბრობს სახალდო დამცველი. უჩა ნანუაშვილმა დღეს შრომით ურთიერთობებში ქალთა დისკრიმინაციის შესახებ სპეციალური ანგარიშიც წარადგინა. დოკუმეტში ქალთა მიმართ დისკრიმინაციის სხვადასხვა კატეგორიებზეა საუბარი.

კომენტარები