აქცია ნაციონალების ოფისთან

აქცია ენმ-ის ოფისთან

კვერცხების სროლისა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტოს დაწვის შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის სათაო ოფისთან გამართულ აქციაზე 5 ადამიანი დააკავეს, რომლებიც პოლიციის ჯაჭვის გარღვევას ცდილობდნენ.

თავისუფალი თაობის წევრები პარტიის ოფისთან ტრანსპარანტებითა და მაშხალებით 19 საათზე გამოჩნდნენ. როგორც თავად თქვეს, მათ ნაციონალური მოძრაობის წევრებთან შეხვედრა და მათთვის პეტიციის გადაცემა სურდათ, რომლითაც პარტიის ლიკვიდაციას ითხოვდნენ. მათი აზრით, ნაციონალურ მოძრაობას არსებობის მორალური უფლება არ აქვს.

აქციის დაწყებამდე პარტიის შენობასთან მობილიზებულ პოლიციასთან ნაციონალური მოძრაობის ლიდერები გამოვიდნენ და შენობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა სთხოვეს.

კომენტარები