აქცია ენმ-ის ოფისთან

თავისუფალი თაობის გუშინ დაკავებულ აქტივისტებს სასამართლომ ჯარიმა დააკისრა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან გამართულ გუშინდელ აქციაზე დაკავებულ თავისუფალი თაობის წარმომადგენლებს და მხარდამჭერებს სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ჯარიმები დააკისრა.

ნაწილს, მათ შორის, ლადო სადღობელაშვილს, 166-ე წვრილმანი ხულიგნობის მუხლით 100-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, ნაწილს კი 173-ე, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით - 400-ლარიანი. 

ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისთან გუშინ საღამოს თავისუფალი თაობის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც პარტიის გაუქმებას ითხოვდნენ. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა, რა დროსაც თავისუფალი თაობის წარმომადგენლები დააკავეს.

კომენტარები