რასობრივი დისკრიმინაცია

ფერადკანიანის ავტობუსიდან ჩაგდებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მწერალ ლელა კოდალაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე ავტობუსიდან ფერადკანიანი მამაკაცი რასობრივი ნიშნის გამო ჩამოაგდეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლით დაიწყო. 

აღნიშნული მუხლი ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევას გულისხმობს. დანაშაული ჯარიმას ან ვადით ერთ წლამდე გამასწორებელ სამუშაოს ანდა ვადით ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, დაიკითხება მოქალაქე ლელა კოდალაშვილიც. 

კომენტარები