ჟურნალისტმა უკრაინის არჩევნების არაფორმალური ეგზიტპოლი გამოქვეყნა

facebook.com/pavel.sheremet

ჟურნალისტმა პაველ შერემეტმა სოციალურ ქსელებში უკრაინის საპარლამენტო არჩევნების არაფორმალური ეგზიტპოლები გამოქვეყნა. ეგზიტპოლების შედეგების გახმაურება უბნების დახურვამდე აკრძალულია, თუმცა ჟურნალისტმა პოლიტიკური პარტიების სახელების ნაცვლად სასმელების დასახელებები გამოიყენა.

მაგალითად, მისი მტკიცებით, მომხმარებელთა 22,2 პროცენტმა უპირატესობა შოკოლადის ლიქიორს მიანიჭა, რაც, სოციალური ქსელების მომხმარებვლების დიდი ნაწილს აზრით, პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ბლოკს ნიშნავს.

მეორე ადგილზე, შერემეტის მონაცემებით, პრემიერ იაცენიუკის სახალხო ფრონტი („არაყი ფრონტოვაია") გადის, 18,6 პროცენტით. მესამეზე, 10 პროცენტით - გაერთიანება „სამოპომიჩი", რომლის ლიდერი ქალაქ ლვოვის მერია. რადაში ასევე გადიან ოპოზიციური ბლოკი, რადიკალური პარტია, „ბატკივშჩინა" და „სვობოდა".

შერემეტის მიერ მოყვანილი მეორე ეგზიტპოლის თანახმად, პოროშენკოს ბლოკს 25 პროცენტი აქვს, სახალხო ფრონტს 21, სამოპომიჩს - 10 პროცენტი.

სულ რადას ვადამდელ არჩევნებში 29 პარტია მონაწილეობს.

კომენტარები