ლიტვა

ლიტვამ თხევადი გაზის პირველი პარტია მიიღო

ir.lv

ლიტვის კლაიპედის პორტში გემი Independence შევიდა, რომელმაც ახალაშენებულ ტერმინალში თხევადი გაზის პირველი პარტია ჩაიტანა. ხომალდის დახვედრის საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა ლიტვის ხელისუფლების, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლებმა მიიღეს.

როგორც თავის გამოსვლაში ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ განაცხადა, ამიერიდან ვერავინ უკარნახებს ქვეყანას გაზის ფასებს და მის მოსყიდვას ვეღარ შეეცდება. მისი თქმით, ლიტვამ, პირველმა ბალტიის ქვეყნებიდან, თხევადი გაზის ტერმინალი დამოუკიდებლად ააშენა, რომელიც მთელი რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტი იქნება. ტერმინალის მშენებლობა სამ-ნახევარ წელს გაგრძელდა. 

კომენტარები