15 ნოემბრის აქცია

პრემიერი: ენმ 15 ნოემბერს აპირებს, ხალხს 15 ლარად ერთმანეთი აცემინოს

ირაკლი ღარიბაშვილი დუისში
Irakli Garibashvili Official

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ 15 ნოემბერს დაგეგმილი აქცია სასაცილოა. მისი თქმით, ენმ აპირებს, რომ რეგიონებიდან ჩამოიყვანოს ხალხი, 15-15 ლარი გადაუხადოს და შემდეგ ერთმანეთი აცემინოს. 

"არ მინდა, მოღალატეების მიერ დაანონსებულ აქციაზე კომენტარი გავაკეთო, მაგრამ ზოგადად, ნოემბერი არის მათთვის ჩვეული თვე, ყველას გახსოვთ, 7 ნოემბერს როგორ ბრუტალურად დაარბიეს მშვიდობიანი მოსახლეობა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი გეგმავენ პროვოკაციებს. რეალურად მათ რომ აფხაზეთზე, ჩვენს მოსახლეობასა და ქვეყანაზე გული არ შესტკივათ, ეს ახალი ამბავი არ არის. ყველამ კარგად იცის, რომ მათი დამსახურებაა, რომ აფხაზეთი და ცხინვალი, ქვეყნის ტერიტორიის 20% დღეს ოკუპირებულია რუსეთის მიერ, დავკარგეთ კოდორი, 100-ზე მეტი სოფელი და მათი პოლიტიკის შედეგად მივიღეთ 25 ათასი დევნილი. მათ აქცია საკუთარ თავს უნდა მოუწყონ. გავრცელებული ინფორმაციით, დაანონსებული აქცია მათ პროვოკაციების განსახორციელებლად სჭირდებათ, აპირებენ, რომ გაჭირვებული მოქალაქეები რეგიონებიდან და სოფლებიდან ჩამოიყვანონ, 15-15 ლარი გადაუხადონ და შემდეგ ერთმანეთი აცემინონ. ეს არის ნაციონალური მოძრაობა და მე მათზე დროის დახარჯვა არ მინდა", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები