საქართველო-აშშ-ის ურთიერთობა

ნორლანდი: არის აღქმა, რომ სასამართლო გამოიყენება პოლიტიკური მიზნებისათვის

0 კომენტარი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რიჩარდ ნორლანდის შეფასებით, "ნათელია, რომ საქართველოს დემოკრატიას მნიშვნელოვანი დრო უდგას". ელჩის კომენტარი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე აშშ-ის საელჩომ გაავრცელა. ნორლანდის განცხადებით, "ყოფილი და დღევანდელი თანამდებობის პირების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებების რაოდენობა და მასშტაბი წარმოშობს ლეგიტიმურ შეშფოთებას, რომ სასამართლო სისტემა გამოიყენება პოლიტიზებული ფორმით ან პოლიტიკური მიზნებისათვის". აშშ სთხოვს საქართველოს მთავრობას, "გადადგას ნაბიჯები ამგვარი აღქმის გასაქარწყლებლად".

"დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა იმართება. ვიცი, რომ თბილისში მყოფი ყველა დიპლომატი, საერთაშორისო საზოგადოება, ვაშინგტონი ყურადღებით ადევნებენ თვალს ამ ყოველივეს. რა თქმა უნდა, საქართველოს [მინისტრთა] კაბინეტისა და მთავრობის შემადგენლობა ქართველების გადასაწყვეტია. მაგრამ, რეგიონში არსებული მღელვარებისა და შიდა ეკონომიკური გამოწვევების დროს საქართველოს ყველაზე მეტად სჭირდება სტაბილურობა, ერთიანობა და ნათლად გამოხატული ერთგულება სამართლებრივი პროცედურებისა და კანონის უზენაესობის პრინციპის მიმართ, [აგრეთვე] საზოგადოების ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი. ვთხოვთ ყველა მხარეს, იმუშაონ ერთად აღნიშნული ამოცანების გადასაჭრელად, ყურადღება გაამახვილონ იმ ქვეყნის მომავალზე, რომლის მტკიცე ნავსაყუდელიც ევროატლანტიკური ინსტიტუტებია. გამართლებული არ იქნებოდა მიმდინარე გამოძიების დროს შეერთებულ შტატებს რაიმე პოზიცია დაეკავებინა, მაგრამ ყოფილი და დღევანდელი თანამდებობის პირების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებების რაოდენობა და მასშტაბი წარმოშობს ლეგიტიმურ შეშფოთებას, რომ სასამართლო სისტემა გამოიყენება პოლიტიზებული ფორმით ან პოლიტიკური მიზნებისათვის. ვთხოვთ მთავრობას, გადადგას ნაბიჯები ამგვარი აღქმის გასაქარწყლებლად", - ნათქვამია ნორლანდის განცხადებაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები