ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: რა უნდოდა სამინისტროში ნაციონალების დროს დაფუძნებულ კომპანიას?

ბიძინა ივანიშვილი

ირაკლი ალასანიას და მე საჯაროდ, მთავრობის სხდომაზე, პირდაპირაც ძალიან ბევრი კამათი გვქონია რა უნდა თავდაცვის სამინისტროს საკვებით მომარაგებაში ნაციონალური მოძრაობის დროინდელ კომპანიას - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

ივანიშილის თქმით ნაციონალური მოძრაობის დროს სასჯელაღსრულების, თავდაცვისა და შს სამინისტროებს პროდუქტებით ყოფილი მინისტრების კომპანიები ამარაგებდნენ.

„როგორც იცით კონკურენცია იყო თავდაცვის, სასჯელაღსრულებისა და შს სამინისტროებში ახალაის კომპანია უნდა შესულიყო მერაბიშვილის თუ კიდევ ვინ. რა თქმა უნდა იქიდან ბიუჯეტის ფული იხსნებოდა და იპარებოდა ამაში ეჭვი არავის არ გვეპარება და ამ საკითხზეც გამოძიებები მიდის. ისინი ერთმანეთს ხოცავდნენ, თუ ვისი კომპანია შევიდოდა და მიაწვდიდა სამინისტროებს პროდუქტს“

ივანიშვილის თქმით მისი პრემიერმინისტრობისას სოზარ სუბარმა რომელიც სასჯელაღსრულების მინისტრი იყო და ირაკლი ღარიბაშვილმა რომელიც შსს მინისტრი იყო, მოსვლიდან რამდენიმე კვირაში გადაალაგეს მთელი მომარაგება და კვება თავისი სტრუქტურებში.

ივანიშვილის თქმით ალასანიამ თავდაცვის კვებასა და მომარაგებაზე გამართული ტენდერები ჩაშალა და უარს ამბობდა ნაციონალური მოძრაობის დროინდელი კომპანიის გაშვებაზე.

„ირაკლი ალასანიამ ოთხივე ტენდერი ჩაშალა ჩემმა ხვეწნა-მუდარამ არ გაჭრა. სადაც შევხვდებოდი ირაკლის ყველგან ამას ვეუბნებოდი. მთავრობის სხდომაზეც ორჯერ გვქონდა ძალიან მკვეთრი საუბარი. ვერაფრით ვერ მოვახერხე მისი გადარწმუნება. ეს მოწამვლების თემაც აგორდა და იქაც მკვეთრი საუბარი მქონდა. როგორმე მიხედე და გამოძიება დაიწყეთქო.“ - განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილის თქმით ის ვერ იღებდა ალასანიასგან პასუხს, თუ რატომ რჩებოდა გეგენავას მონაწილეობით შექმნილი კომპანია, რომელიც ნაციონალურ მოძრაობის დროს დაფუნძდა.

„რაც მთავარია ირაკლის საჯაროდ, მთავრობის სხდომაზე, პირდაპირაც ძალიან ბევრი კამათი გვქონია რა უნდა იქ ნაციონალური მოძრაობის დროინდელ კომპანიას რომ ამარაგებსთქო. დღესაც ელფი ქვია იმ კომპანიას თუ რაღაც ისაა ისევ. ოთხივე ტენდერი ჩაიშალა და ეს კომპანია რომელიც ოთხივე ტენდერში მონაწილეობდა და ოთხივე წააგო, იმიტომ რომ მას დიდი ფასები ქონდა, თუმცა პირდაპირი წესით დარჩა მომარაგებაში. ეს კითხვებს იწვევს“ - განაცხადა ყოფილმა პრემიერმინისტრმა.

ივანიშვილისთ თქმით ეს კითხვა მან ალასანიას დაუსვა თუმცა პასუხი დღემდე ვერ მიიღო.  

კომენტარები