საქართველო-აშშ-ის ურთიერთობა

ნორლანდი: აშშ-ის საქართველოსთან თანამშრომლობა კვლავ მტკიცე იქნება

0 კომენტარი
ფოტო: აშშ-ის საელჩო საქართველოში

"ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოსთან თანამშრომლობა კვლავ მტკიცე იქნება", - ეს განცხადება საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა დღეს გააკეთა. ნორლანდი ამბობს, რომ საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვთ საერთო მიზნები, საქართველოსა და რეგიონში უსაფრთხოებასთან, კეთილდღეობასთან და დემოკრატიასთან დაკავშირებით საერთო მიზნები აქვთ.

"ახლა ორშაბათი დილაა, მგონია, რომ ნორმალური კვირა იქნება. მთავრობა შეივსება და არ იქნება ჩემი მხრიდან სწორი, შიდა სამთავრობო საკითხებზე ვისაუბრო. შემიძლია, ვისაუბრო ზოგადად საქართველოს მიმართულებაზე და ჩვენი ურთიერთობების ხარისხზე, ეჭვი არ გვეპარება, რომ ეს ურთიერთობები იქნება ძლიერი. საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვთ საერთო მიზნები უსაფრთხოებასთან, კეთილდღეობასთან და დემოკრატიასთან დაკავშირებით", - თქვა ნორლანდმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები