შემცირებული უმცირესობა

აღმწერების ნაწილი მოქალაქეს უკითხავად მიაკუთვნებს მართლმადიდებელ ეკლესიას

0 კომენტარი

მოსახლეობის საყოველთაო აღწერის დასრულდების შემდეგ, ჩვენ შესაძლოა, არ გვქონდეს ცალსახა პასუხი, როგორია ქართული საზოგადოების რელიგიური შემადგენლობა. ეჭვი იმის შესახებ, რომ მონაცემებმა შესაძლოა, არ გვიჩვენოს რეალური სურათი, მას შემდეგ გაჩნდა, რაც არაერთმა მოქალაქემ სოციალურ ქსელ facebook-ში განაცხადა, რომ აღმწერმა მას ან საერთოდ არ ჰკითხა აღმსარებლობის შესახებ, ან წინასწარ, უკითხავად დასვა ნიშანი დომინანტი რელიგიის გრაფაში.

აღმწერი, რომელმაც მოქალაქეს უნდა ჰკითხოს, რომელ რელიგიურ ჯგუფს მიაკუთვნებს თავს და პასუხს დაელოდოს, მრავალ შემთხვევაში ამას არ აკეთებს და რესპოდენტს მართლმადიდებელ ეკლესიას აკუთვნებს. საუკეთესო შემთხვევაში, რესპოდენტი მას აჩერებს და მიუთითებს, რომ ის თავს ამ რელიგიურ ჯგუფს არ მიაკუთვნებს, ხოლო უარეს შემთხვევაში, რესპოდენტმა არ იცის, რომ აღწერა საერთოდ ითვალისწინებს აღმსარებლობის შესახებ გამოკითხვას, რითაც მის შესახებ მონაცემი ყალბდება.

იმავე პრობლემაზე საუბრობს საქართველოში სიდიდით მეორე ქრისტიანული, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენელი ლევონ ისახანიანი.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში ამბობენ, რომ ამგვარი შემთხვევების განზოგადება არ შეიძლება, რადგან ისინი ცალკეულია. საქსტატში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე აღმწერები კიდევ ერთხელ გაფრთხილდებიან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები