რუსული რადიო საქართველოში

რუსულმა რადიოსადგურმა Sputnik-მა საქართველოში მაუწყებლობა დაიწყო

რუსული საინფორმაციო სააგენტოს Russia Today-ს ახალმა ბრენდმა, რადიოსადგურმა Sputnik-მა საქართველოში მაუწყებლობა დაიწყო.

რადიოსადგურის მთავარი რედაქტორი ანტონ ლასხიშვილი ირწმუნება, რომ სპუტნიკი არ იქნება პროპაგანდის მანქანა და მისი მიზანს მხოლოდ იმ ინფორმაციის გავრცელება წარმოადგენს, რომელზეც სხვა საინფორმაციო სააგენტოები არ საუბრობენ.

Russia Today-ს დირექტორის, დმიტრი კისილიოვის განმარტებით ე.წ. ჰაბები 30-მდე მთავარ ქალაქში განთავსდება, მათ შორის ლონდონში, პარიზი, ვაშინგტონში, პეკინსა და სტამბულში. რადიოსადგრუში ადგილობრივი ჟურნალისტები იმუშავებენ.

რადიომაუწყებლობამ, რომლის მიზანიც სხვების მიერ ართქმული ინფორმაციის გაშუქებაა, თავისი ერთ-ერთი პირველი სტატია საკუთარ ვებ-გვერდზე მსოფლიოში სეცესიონისტურ მოძრაობებს მიუძღვნა. დამოუკიდებლობის მოპოვების მსურველთა რიცხვში ყირიმთან ერთად შოტლანდიას, ესპანეთის კატალონიას, ასევე მაიამის შტატს ვხედავთ.  სპუტნიკი ასევე განგვიმარტავს კიევის  5 შეცდომას, რომელმაც უკრაინის კრიზისი უფრო ღრმა და მოუგვარებელი პრობლემად აქცია. ბევრიც რომ ეძებოთ, ამ სტატიაში კრემლის ბრალეულობას ვერსად ნახავთ.

ცნობილია, რომ Russia Today-ს წლიური ბიუჯეტი 350 მილიონი დოლარია. 2015 წლისთვის კი მაუწყებლობის ბიუჯეტი თითქმის სამჯერ გაიზრდება, აქედან სპუნტნიკისთვის გამოყოფილი თანხა სულ მცირე 75 მილიონი დოლარი იქნება.

შეგახსენებთ, რომ კისილიოვს რუსეთში სამთავრობო პროპაგანდის წარმოების გამო ევროკავშირმა სანქციები დაუწესა. გაერთიანებულ სამეფოში ბრიტანულმა მედია მარეგულირებელმა რაშა თუდეიზე ინფორმაციის რუსეთის პერსპექტივიდან გაშუქების გამო ნორმატიული სანქციები დააკისრა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტის დაფინანსება კრემლმა რუსეთში ადგილობრივი მაუწყებლობის კანონის გამკაცრების ფონზე დაიწყო, რომლის მიხედვითაც მედიასაშუალებების კაპიტალში უცხოური კომპანიების მონაწილეობა მხოლოდ 20  პროცენტამდე არის ნებადართული. სწორედ ამ მიზეზით შეწყვიტა რუსეთში მაუწყებლობა ამერიკულმა ტელეკომპანია CNN-მა.

კომენტარები