ტოლერანტობის დღე

ღარიბაშვილი: ტოლერანტობის დასამკვიდრებლად ძალისხმევა არასდროს დაგვჭირვებია

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

“ტოლერანტობა არის ის დემოკრატიული ღირებულება, რომლის დასამკვიდრებლადაც დიდი ძალისხმევა ჩვენ არ დაგვჭირვებია არასოდეს და დარწმუნებული ვარ, რომ არ დაგვჭირდება მომავალში,” - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

პრემიერის თქმით, ეს დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ყველას სხვადასხვა კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგის და თანამშრომლობის აუცილებლობას.

“საბედნიეროდ ჩვენს ქვეყანას და ქართველოებს ამის ძალიან დიდი ტრადიცია გვაქვს. საქართველოს და თბილისს ტოლერანტობის ცენტრად იცნობდა მთელი კავკასია და ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება. მე ინდა გითხრათ, რომ თბილისი და საქართველო იმ პრინციპებით ცხოვრობდა, რომლისთვისაც უცხო იყო რელუიგიური ან ეთნიკური ნიშნით შეუწყნარებლობა. თბილისისთვის ყოველთვის იყო ორგანული უმცირესობების პატივისცემა,” - აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

ღარიბაშვილის თქმით ეს ყველაფერი გვავალდებულებს, რომ მომავალს შემოვუნახოთ ტოლერანტობა, როგორც ძვირფასი ტრადიცია.

პრემიერმინისტრმა სიტყვით გამოსვლისას გაახმაურა ინიციატივა, რომლის მიხედვით, ევროპის მოედანზე მდებარე სკვერს ტოლერანტობის სახელი მიენიჭება.

კომენტარები