მაღალი პრემიები

ქარელის გამგეობამ სასულიერო პირების ვახშამი 6 000 ლარით დაფინანსა

presa.ge/

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სასულიერო პირების ვახშამი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 6 000 ლარით დააფინანსა. როგორც გამგებელმა, ზაზა გულიაშვილმა გამოცემა 17maisi.org-ს განუმარტა, მსგავსი ხარჯები ადრეც იყო და მომავალშიც იქნება.

"ადრეც ყოფილა, ეხლაც არის და ამის მერეც იქნება. კანონი გვაძლევს ჩვენ ამის უფლებას, რომ რაიონს, რაიონის ხელმძღვანელობას, გვაქვს წარმომადგენლობითი ხარჯები. ეს თანხა პირადული წარმომადგენლობისთვის არ დაგვიხარჯია, ჩამოდიოდნენ ამ დონის სტუმრები და გადაწყვეტილებაც მივიღეთ შესაბამისად", – განუცხადა ზაზა გულიაშვილმა 17maisi.org-ს.

ტაძრის კურთხევასთან დაკავშირებით პატრიარქის მოწვევის შესახებ გამგებელს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა მეუფე იობმა მასპინძლობის ხარჯების დაფინანსების მიზნით მიწერილი თხოვნით აცნობა. თუმცა, პატრიარქი არც ტაძრის კურთხევას და, შესაბამისად, არც ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე გამართულ ვახშამს არ დასწრებია.

ზაზა გულიაშვილის განკარგულების საფუძველზე აგვისტოში მან და გამგეობის თანამშრომლებმა ხელფასის იდენტური პრემიები აიღეს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 50 512 ლარი დაიხარჯა.

კომენტარები