ევროპარლამენტის რეზოლუცია

რეზოლუცია: ვგმობთ ჰომოფობიისა და ისლამოფობიის გამღვივებელთა დაუსჯელობას

"ევროპარლამენტი წუხილს გამოთქვამს ისლამოფობიისა და ჰომოფობიის ძალადობრივ ფაქტებზე, რომლებიც ქვეყანაში მოხდა და ასევე პროკურატურისა და სასამართლოს მარცხის გამო, დაესაჯათ დამნაშავეები ეფექტურად", - წერია ევროპარლამენტში განსახილველ საქართველოს შესახებ რეზოლუციის თავდაპირველ ტექსტში შესულ ცვლილებებში. 

ცნობისთვის, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დღეს საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს განიხილავენ. დეპუტატები საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ რეზოლუციას მომხსენებელ ანდრეი მამიკინის მიერ მომზადებული ანგარიშის საფუძველზე მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის თავდაპირველ ტექსტში ინტერფრაქციული კომპრომისის შედეგად, ცვლილებები შევიდა. აღნიშნული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია ტაბულამ წყაროების მეშვეობით მიიღო.

რეზოლუციის ტექსტს აღნიშნული ცვლილებებით კომიტეტზე კენჭს უყრიან.

ამავდროულად, ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას და მოუწოდებს მისი სრული კონტროლისა და იმპლემენტაციისკენ, ევროკავშირის კანონმდებლობისა და ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების ქარტიის სულისკვეთებით. ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უხელმძღვანელოს საინფორმაციო კამპანიას ამ საკითხთან დაკავშირებით.

კომენტარები