ევროპარლამენტის რეზოლუცია

მოგერინი: საქართველომ პოლიტიკური ნიშნით დევნა თავიდან უნდა აირიდოს

0 კომენტარი
ფოტო: telegraph.co.uk

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ფედერიკა მოგერინის თქმით, ასოცირების საბჭოს პირველ სხდომაზე ევროკავშირის მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოში პოლიტიკური კლიმატის გაუმჯობესების აუცილებლობას. მისი თქმით, პოლიტიკური ნიშნით დევნა, კონფრონტაცია და პოლარიზაცია ქვეყანამ თავიდან უნდა აირიდოს და უზრუნველყოს პარტიათაშორისი დიალოგი. კომენტარი მოგერინიმ ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდგომ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ფედერიკა მოგერინის თქმით, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამ საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადაიყვანა. სწორედ ამიტომ, საბჭოს სხდომაზე საქართველოს რეკომენდაციები მისცეს და ისაუბრეს იმის საჭიროებაზე, რომ ქვეყანამ განაგრძოს ძალისხმევა სასამართლოს რეფორმირებისთვის და უზრუნველყოს კანონის უზენაესობა.

“სისხლის სამართლებრივი დევნა და გამოძიება უნდა იყოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული, გამჭვირვალე, პოლიტიკური მოტივისგან თავისუფალი, მიუკერძოვებელი და მკაცრად უნდა მიყვებოდეს იმ მოთხოვნებს, რომლებსაც საქართველო ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერით დაეთანხმა… პოლიტიკოსებმა თავი უნდა შეიკავონ მიმდინარე გამოძიებაზე და სასამართლოში განხილვად საქმეებზე კომენტარის გაკეთებისგან. პროკურორმა პატივი უნდა სცეს სასამართლოს გადაწყვეტილებას… ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მათ შორის, უმცირესობებისა და სოციალურად დაუცველი ჯგუფების,” - აღნიშნა მოგერინიმ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები