ნინუას და კეზერაშვილის საქმე

ნინუას აღკვეთის ღონისძიება გაუუქმდა, თუმცა, ის კვლავ პატიმრობაში რჩება

court.ge

თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ალექსანდრე ნინუას მოსამართლემ ბრალდებულის ადვოკატის შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიება, წინასწარი პატიმრობა გაუუქმა. მიუხედავად ამისა, ნინუა კვლავ პატიმრობაში რჩება, რადგანაც ის სხვა საქმეზეა მსჯავრდებული - იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის მას სამი წელი აქვს მისჯილი.

წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ ბრალდებულებს მოსთხოვა, წარმოედგინათ ნებართვა მტკიცებულებათა ნუსხაში შეტანილ მასალებზე. ნებართვის მხოლოდ ერთი ნაწილის წარდგენის გამო, მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ ბრალდების მხარეს უარი უთხრა სამძებრო ღონისძიებების შედეგად მოპოვებული მასალების მტკიცებულებად გამოყენებაზე.

კომენტარები