აგვისტოს ომის გამოძიება

ოპერატორი 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის მიერ გამართულ შეხვედრებზე დაკითხეს

Tomazo Tomazo/Fb.com

მიხეილ სააკაშვილის პირადი ოპერატორის თამაზ შავშიაშვილის დაკითხვა პროკურატურაში დასრულდა. მან საგამოძიებო უწყება კომენტარის გარეშე დატოვა. ადვოკატ ოთარ კახიძის ინფორმაციით კი, პროკურატურის კითხვები ძირითადად 2008 წლის ომის პერიოდში მიხეილ სააკაშვილის მიერ გამართული შეხვედრების ამსახველ ვიდეომასალას შეეხებოდა. მისი თქმით, გამომძიებელს აინტერესებდა 2008 წლის აგვისტოში პრეზიდენტის მონაწილეობით გამართული შეხვედრების, ასევე მისი მიმართვების ამსახველი ვიდეომასალის არქივების ბედი.

ოთარ კახიძე აღნიშნავს, რომ შავშიაშვილს მხოლოდ ვიდეოგადაღება ევალებოდა და მის უფლებამოსილებაში არ შედიოდა არქივების შედგენა.

"მასალები გადაეცემოდა ტელევიზიებს შემდგომი გაშუქების მიზნით. ეს ინფორმაცია მიეწოდა გამომძიებელს. 8 წლის წინანდელი კონკრეტული გამოსვლის შინაარსის გახსენება რთულია, თუმცა ზოგადი პასუხები ყველა კითხვას გაეცა, მათ შორის იმას, თუ რა გამოსვლებს იღებდა და შემდეგ როგორ გადასცემდა მათ საინფორმაციო სააგენტოებს თუ ტელევიზიებს. რაიმე კონკრეტული კითხვა კონკრეტული შეხვედრის შესახებ არ დასმულა", - განაცხადა კახიძემ და აღნიშნა, რომ აგვისტოს ომის დროს გენოციდისა და ჰუმანიტარული დარღვევების შესახებ გამოძიება მიმდინარეობს პროკურატურაში და საგამოძიებო უწყება რაიმე სახის ბრალდებაზე არ საუბრობს. 

კომენტარები