ლარის კურსის ცვლილება

ეროვნულმა ბანკმა ლარის გასამყარებლად აუქციონზე $40 მილიონი გაიტანა

ქართული ლარის სიმბოლო
საქართველოს ეროვნული ბანკი

დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $40 მილიონი გაყიდა. აუქციონზე შემდგარი ფასი ერთ დოლარზე 1,81 ლარს შეადგენდა. სავალუტო აუქციონების მიზანი მიმოქცევაში არსებული ლარის რაოდენობის შემცირებაა. სავალუტო აუქციონები მსოფლიოში გაცვლითი კურსის დარეგულირების აპრობირებული მეთოდია. 

ლარის გაცვლითი კურსის გასამყარებლად გასულ წელს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვებიდან დაახლოებით $400 მილიონი დახარჯა, რის გამოც ქვეყნის სავალუტო რეზერვი შემცირდა. 

ეროვნული ვალუტა ,,თავისუფალი ცურვის" რეჟიმში იმყოფება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გაცვლითი კურსი ბაზარზე მომხდარი ცვლილებებიდან გამომდინარე შეიძლება შეიცვალოს, თუმცა ეროვნული ბანკი მის გაცვლით კურსს გარკვეული ჩარჩოების ფარგლებში მაინც აკონტროლებს.

 

კომენტარები