ფარული მოსმენები

ბარამიძე: ფარულ მოსმენებზე კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს

pirveliradio.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, ფარული მოსმენების შესახებ ბესელია-ფოხაძე-სესიაშვილის მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო, "პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს". უმცირესობის წევრის გიორგი ბარამიძის შეფასებით, "ეს პოზიცია აქვს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას".

"იმ ნეგატიური გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც სამწუხაროდ დაგვიგროვდა, ჩვენ, ბუნებრივია, კანონმდებლებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რათა მაქსიმალურად დავიზღვიოთ თავი. სწორედ ეს წინადადება იყო შემოთავაზებული ე.წ. ხმალაძის ვარიანტით, რომელიც არ გავიდა და დიდი მობილიზაციის შედეგად გაიტანეს ისევ ბესელიას ვარიანტი, რომელიც ყველაფერს ძველებურად ტოვებს", - განაცადა ბარამიძემ.

პარლამენტმა გუშინ ფარული მოსმენების შესახებ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის სამი კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტი 75 ხმით 58-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით დაამტკიცა. საკანონმდებლო ორგანომ ასევე კენჭი უყარა ვახტანგ ხმალაძის საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ჩავარდა. მის წინააღმდეგ ხმა 71-მა დეპუტატმა მისცა, 61-მა კი მხარი დაუჭირა.

კომენტარები