ლარის კურსის ვარდნა

ივანიშვილი: კარგად მუშაობს მთავრობა, ტყუილად ხარობს ტაბულა

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ლარის კურსის ვარდნა მსოფლიოში დოლარის გამყარების გამო ხდება. ტაბულას კითხვას, მიუთითებს თუ არა ლარის კურსის ვარდნა მთავრობის ეკონომიკური გუნდის არაეფექტურ მუშაობაზე, ივანიშვილმა უპასუხა, რომ მთავრობა ძალიან კარგად მუშაობს და ტაბულა ტყუილად ხარობს.

"თქვენ გინდათ აჟიოტაჟი არაფრისგან. ეკონომიკა არის მყარი დღეს, ლარის კურსი მერყეობს, დოლარი მყარდება ბევრ სახელმწიფოში, მსგავსი ხდება საქართველოშიც. არის განმარტებები - ფინანსთა მინისტრმა გააკეთა, სხვებმაც გააკეთეს, ყველაფერი ნორმალურადაა, არაფერს არ ნიშნავს ცუდს. კარგად მუშაობს მთავრობა, ტყუილად ხარობს ტაბულა, თქვენდა სამწუხაროდ, კარგად მუშაობს", - განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები