დავით შავლიაშვილის გადადგომა

ინფრასტრუქტურის სამინისტრო დავით შავლიაშვილის გადადგომას არ ადასტურებს

ინფრასტრუქტურის სამინისტრო

გავრცელებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა დავით შავლიაშვილმა თანამდებობა დატოვა, თუმცა, უწყების პრესსამსახური ინფორმაციას არ ადასტურებს და ტაბულასთან საუბარში აღნიშნავს, რომ მინისტრი ჩვეულ რეჟიმში აქტიურად მუშაობს.

გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია ეკონომიკური საკითხებში პრემიერმინისტრის მრჩევლის, რომან ჩხენკელის გადადგომის შესახებაც. მთავრობის ადმინისტრაციაში ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ. პრესსამსახურში ტაბულას განუცხადეს, რომ ინფორმაციას არ ფლობენ.

კომენტარები