საქართველოს ეკონომიკა

ნოემბერში ტურიზმი 3,8%-ით შემცირდა

სადახლოს საბაჟო-გამშვები პუნტი
შემოსავლების სამსახური

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის კვეთის სტატისტიკის მიხედვით, 2014 წლის თერთმეტი თვის განმავლობაში საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობამ  5,392 303  შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 1,2%-ით აღემატება. 

ნოემბერში შემოსული ტურისტების რაოდენობა 402 ათასს შეადგენს, რაც 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3,8%-ით ნაკლებია. 

წელს ტურისტების ყველაზე დიდი ნაკადი ივლის-სექტემბრის მონაკვეთში დაფიქსირდა, როდესაც თვეში საშუალოდ 650 ათასი უცხოელი ვიზიტორი შემოდიოდა.

ვიზიტორების წარმომავლობის მიხედვით პირველ ადგილზე თურქეთია, საიდანაც პირველ ცხრა თვეში 1,3 მილიონი ტურისტი შემოვიდა, თუმცა წინა წელთან შედარებით თურქი ვიზიტორების რაოდენობა 11%-ით არის შემცირებული. წინა წელთან შედარებით აზერბაიჯანელი ვიზიტორების რაოდენობა 19%-ით არის გაზრდილი, სომხეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა კი - 0,6%-ით. თუმცა სხვა ქვეყნებიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა 5%-ით არის შემცირებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 1,1 მილიონი ვიზიტორი საქართველოში სატრანზიტო მიზნით შემოვიდა, 2,1 მილიონი ვიზიტორის უშუალო მიზანი ტურიზმი იყო, ხოლო 2,1 მილიონი ვიზიტორი საკუთარი ვიზიტის მიზანს არ აკონკრეტებს. 

 

 

კომენტარები