ევროსაბჭოს თანამომხსენებლების ვიზიტი

სილევიჩი: მართლმსაჯულება პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი უნდა იყოს

nra.lv

სასამართლო, პროკურატურა და სამართალდამცველი ორგანოები პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი უნდა იყოს. ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებელმა საქართველოს საკითხებზე, ბორის სილევიჩმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა მისი ვიზიტის ფარგლებში ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო.

„მთავარია დავრწმუნდეთ, რომ სასამართლო, პროკურატურა და სამართალდამცავი ორგანოები სრულად დამოუკიდებელი არინ ნებისმიერი პოლიტიკური გავლენისგან. საუბარია არა იმაზე, რომ ასე უნდა იყოს. ეს უნდა იყოს იმდენად ცხადი, რომ ნათელი იყოს ნებისმიერი ადმიანისთვის", - განაცხადა სილევიჩმა.

მან ისაუბრა იმ საკითხების შესახებ, რომელიც საქართველოში მისი ვიზიტის ფარგლებში განიხილეს. კერძოდ, მისი თქმით, საუბარი შეეხო კონსტიტუციურ რეფორმას, რომლის გარშემოც საქართველოში მსჯელობა დიდი ხანია მიმდინარეობს, მაგრამ ჯერ კიდევ შორს არის დასრულებისგან.

 

კომენტარები