ლარის კურსი

ხადური: ლარის კურსმა კიდევ უფრო დაიწია, აჟიოტაჟი ჩაცხრა

financial.ge

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, ლარის კურსი დასტაბილურდა და ქვემოთ მიიწევს. ამის შესახებ ხადურმა მთავრობის სხდომაზე, პრემიერმინისტრის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ლარის კურსთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას შეეხებოდა.

"ლარის კურსი კიდევ უფრო ქვემოთ არის ჩამოსული, აჟიოტაჟი ჩაცხრა. რასაც ჩვენ ვამბობდით, კურსი ნელ-ნელა დასტაბილურდა და ქვემოთ მოიწევს", - განაცხადა ხადურმა.

კომენტარები