ჩისკო

11 დეკემბერს, საქართველოს სუპერთასის მატჩში ჩისკო კარიერას დაასრულებს

0 კომენტარი
ჩისკო ფოტო: fcdinamo.ge

11 დეკემბერს, დინამო არენაზე საქართველოს სუპერთასის მატჩი გაიმართება ,რომელშიც ერთმანეთს დინამო თბილისი და საჩხერის ჩიხურა დაუპირისპირდებიან.

ამ შეხვედრაში საფეხბურთო კარიერას დაასრულებს და შესაბამისად, დინამოს მაისურით ბოლო შეხვედრას ჩაატარებს გუნდის კაპიტანი, ჩისკო მუნიოსი.

34 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა თბილისურ კლუბში სამ-ნახევარი სეზონი გაატარა და 126 შეხვედრაში 77 გოლი გაიტანა. ჩისკო ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, ამდენჯერვე მოიპოვე დავით ყიფიანის თასი და ორჯერ დასახელდა საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად.

"ერთადერთი რაც მოსაგები დამრჩა სუპერთასია, რადგან სხვა ყველაფერი მოგებული მაქვს.

ფიქრობ, რომ ჩემი კარიერა 100 პროცენტით არ არის სრულყოფილი, რადგან როდესაც ალექს გარსიამ ამ პროექტზე მითხრა, ჩემი ოცნება გახდა, დინამოსთან ერთად ევროპის ლიგაზე ან ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ერთხელ მეთამაშა. თუმცა ძალიან ცოტა დაგვაკლდა ევროთასებზე საასპარეზოდ. სხვა მხრივ კი, ყველაფერი კარგადაა.

საქართველოში უამრავი მეგობარი შევიძინე და საერთოდ, ჩემთვის აქ გატარებული სამ-ნახევარი სეზონი ბედნიერი იყო," - განაცხადა დინამოს ვებგვერდთან საუბარში ჩისკომ.

მატჩი დინამო თბილისსა და საჩხერის ჩიხურას შორის 17:00 სთ-ზე დაიწყება.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ამერიკელ კოლეგებთან ერთად იარაღის ნაწილებით უკანონო ვაჭრობის სქემა გამოვავლინეთ (Video)

კომენტარები