თანამდებობიდან წასვლა

ზედელაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ირაკლი ღარიბაშვილი ადასტურებს

RUSTAVI2.COM

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი ზედელაშვილის თანამდებობიდან გადადგომას პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ადასტურებს.

გიორგი ზედელაშვილი კრიზისებისა და უსაფრთხოების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილედ გააგრძელებს მუშაობას.

აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე დღეში თანამდებობა დატოვა რამდენიმე იმ თანამდებობის პირმა, ვინც თამაზ თამაზაშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის კადრებად მოიაზრებოდა. მათ შორის არიან ზვიად ჯანყარაშვილი და გურიის გუბერნატორი. ასევე, სუს-ის უფროსი მალხაზ ჩიკვილაძე.

კომენტარები