ბიუჯეტი 2015

2015 წლის ბიუჯეტს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს

2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს. დეპუტატებს მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური წარუდგენს.

2015 წლის ბიუჯეტის პროექტით, ბიუჯეტის შემოსულობები 9 მილიარდ 875 მილიონი ლარია, გადასახდელები კი, 9 მილიარდ 575 მილიონით განისაზღვრა.

მთავარ საფინანსო დოკუმენტში პრიორიტეტები ჯანდაცვას, განათლებას და ინფრასტრუქტურას მიენიჭა. ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში ასახულია პენსიის 10-ლარით - 160-ლარამდე გაზრდა, რასაც მთავრობა 2015 წლის პირველი სექტემბრიდან აპირებს. 

დოკუმენტს მხარს არ უჭერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. მათი აზრით, პროექტი არ ასახავს ეკონომიკურ ზრდას. თავისუფალი დემოკრატები კი, საბოლოო გადაწყვეტილებას ფრაქციის სხდომაზე მიიღებენ.

კომენტარები