საყდრისი-ყაჩაღიანი

RMG Gold-ის თანამშრომლები საყდრისზე სამუშაოების გაგრძელებას ითხოვენ

რუსთავი 2

საყდრისის საბადოს ტერიტორიაზე დღეს RMG Gold-ის თანამშრომლებმა აქცია გამართეს. ისინი სამუშაოების გაგრძელებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, სამუშაოების შეჩერების შემთხვევაში, მოსახლეობა სამსახურის გარეშე დარჩება. 

კომპანია RMG Gold-მა საყდრისზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები 12 დეკემბერს განაახლა. ნომერ 1-ლ უბანზე კომპანიამ 2 აფეთქება განახორციელა. კულტურის სამინისტრომ 11 ადამიანისგან შემდგარი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, საყდრისის მაღაროს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი 2013 წლის 5 ივლისს მოუხსნა. რამდენიმე თვის შემდეგ, 2013 წლის 9 ოქტომბერს საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს არქეოლოგიური ძეგლის სტატუსიც მოეხსნა.

კულტურის სამინისტროს 2014 წლის 13 მარტის ბრძანებით კი, RMG Gold-მა სამთო სამუშაოების შესრულების ნებართვა მიიღო. აღნიშნული ნებართვა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაასაჩივრა და სასამართლოს გადაწყვეტილებით კულტურის სამინისტროს 13 მარტის ბრძანება გაუქმდა, შესაბამისად კომპანიას მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების ჩატარების უფლება შეუჩერდა. 

კომენტარები