ტელეკომპანია მაესტრო

ტელეკომპანია მაესტრო ნინო ჟიჟილაშვილმა და რამდენიმე პროდიუსერმა დატოვეს

0 კომენტარი

ტელეკომპანია მაესტრო დირექტორის მოადგილე და "ცხრიანის" წამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა დატოვა. ის თანამდებობიდან არხის დამფუძნებელმა კოტე გოგელიამ გაათავისუფლა. ჟიჟილაშვილთან ერთად მაესტრო რამდენიმე პროდიუსერმა და ჟურნალისტების ნაწილმა დატოვეს. არხის დირექცია განცხადებას ავრცელებს.

"ტელეკომპანია მაესტროს ადასტურებს რომ, არხი დატოვა დირექტორის მოადგილემ და ცხრიანის წამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა. მასთან ერთად არხიდან წავიდა რამდენიმე პროდიუსერი და ჟურნალისტების ნაწილი. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მაესტროს დირექციამ მიიღო გადაწყვეტილება, გამოაცხადოს არხის სრული რეორგანიზაცია, რომელიც მანამდე ისედაც იგეგმებოდა. გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ახალი ამბები რჩება არხის პრიორიტეტად, რომელიც რეორგანიზაციის შემდეგ განახლებული ფორმატით და ბადით დაუბრუნდება სატელევიზიო სივრცეს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები