მთავარი პროკურორის დანიშვნის წესი

კბილაშვილი: მთავარი პროკურორი ყველა სახელმწიფო ორგანომ ერთად უნდა დანიშნოს

Archil Kbilashvili
Tabula

მთავარი პროკურორის დანიშვნაში მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველა უმაღლესმა სახელმწიფო ორგანომ, საქართველოს მთავრობამ, პრეზიდენტმა და პარლამენტმა - ამის შესახებ არასამთავრობო ყოფილმა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა.

ორგანიზაცია საქართველოს ევროპული არჩევანის დამფუძნებელის არჩილ კბილაშვილის განცხადებით ასევე უნდა შეიქმნას საბჭო დისციპლინური, კოლეგიური ორგანო, რომელიც განიხილავს საჩივარს, სადაც პროკურორს უფლება ექნება, დაიცვას თავის თავი.

"ხოლო რაც შეეხება რიგით პროკურორს, იქ არის დისციპლინური წარმოების წესები, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, როდესაც რიგითი პროკურორი არ უნდა გახდეს მთავარი პროკურორის შეხედულების მსხვერპლი. პრაქტიკა მოწმობს, სტატისტიკა ვნახეთ, 2012- 2014 წლებში, 97 პროკურორი და გამომძიებელია საკუთარი განცხადებით წასული სისტემიდან, ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად დისციპლინური საქმის წარმოება არ მუშაობს და პროკურორს არ აქვს საშუალება დაიცვას თავი წარმოდგენილი მოთხოვნისგან, ეს უნდა შეიცვალოს", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

არჩილ კბილაშვილი საქართველოს პროკურატურის რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციას მართავს. 

კომენტარები