საია

საია-ს თავმჯდომარის პოსტზე კახა კოჟორიძეს ანა ნაცვლიშვილი შეცვლის

ანა ნაცვლიშვილი
radiotavisupleba.ge

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარედ ამავე ორგანიზაციის იურისტი ანა ნაცვლიშვილი აირჩიეს.მისი მოადგილე კი სახალხლო დამცველის აპარატში მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსი ნათია კაციტაძე იქნება. 

კენჭისყრაზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებაზე უარი განაცხადა კახა კოჟორიძემ. მისი განმარტებით, ორგანიზაციის ტრადიციაა, რომ თავმჯდომარე ზედიზედ მხოლოდ ორჯერ ყოფილა თანამდებობაზე, შესაბამისად კოჟორიძეც ამ ტრადიციის დაცვას აპირებს. მისივე თქმით, მას საბოლოოდ გადაწყვეტილი არ აქვს თუ სად გააგრძელებს პროფესიულ საქმიანობას. 

შეგახსენებთ, რომ კახა კოჟორიძე საია-ს 2012 წლის 18 დეკემბრიდან თავმჯდომარეობდა. ორგანიზაციის წესდების თანახმად ხელმძღვანელს ყოველწლიურად ირჩევენ, თანამდებობაზე ერთსა და იმავე პირს კი ზედიზედ სამჯერ ყოფნის უფლება აქვს.

კომენტარები