სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში

ზაქარეიშვილი: პუტინი მტერი? პუტინი ადამიანია და როგორ შეიძლება იყოს მტერი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ პუტინი ვერ იქნება საქართველოს სახელმწიფოს მტერი, რადგან ის ადამიანია.

"პუტინი მტერი? რას ნიშნავს? პუტინი ადამიანია და როგორ შეიძლება ადამიანი იყო მტერი. ვისი მტერი უნდა იყოს? ადამიანი ვერ იქნება სახელმწიფოს მტერი. გინდ პუტინი იყოს და ვინც გინდათ ის იყოს. სახელმწიფოს მტერი შეიძლება იყოს სახელმწიფო. აბსურდულია კითხვა" - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე - მაშინ პუტინი მოყვარეა? ზაქარეიშვილმა უპასუხა, რომ პუტინი არავინ არ არის.

"პუტინი არავინ არ არის. პუტინი ადამიანია. რუსეთმა 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განახორციელა აგრესია და ეს იყო მტრული განზრახვით მოახდიონა ამ ტერიტორიების ოკუპაცია. არსებობს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და საქართველოს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან" - თქვა მინისტრმა.

კომენტარები