პროკურატურის ახალი სამმართველო

შოთაძე: ქონების უკანონოდ ჩამორთმევის გამოძიებაზე ახალი სამმართველო იმუშავებს

pirveliradio.ge

ახალი სამმართველო, რომელიც ქონების უკანონოდ ჩამორთმევის, ასევე წამებასა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებულ საქმეებზე რეაგირების საკითხებზე იმუშავებს, უახლოეს ხანში შეიქმნება - ამის შესახებ მთავარი პროკურორის პირველმა  მოადგილემ ირაკლი შოთაძემ განაცხადა.

"ჩვენ გუნდს ამ წლის განმავლობაში რაც პროკურატურაში ვართ, არ შეუჩერებია უწყების რეფორმირებაზე მუშაობა, ამის ერთ-ერთი მაგალითია ის, რაზეც პრემიერმა გააკეთა განცხადება. პროკურატურაში უკვე დაიწყო და უახლოეს ხანებში შეიქმნება ის სამმართველო, რომელშიც თავს მოიყრის ყველა ის სისხლის სამართლის საქმე, რომელიც 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე ქონების უკანონოდ ჩამორთმევის, ასევე პატიმრების თუ სხვა პირთა მიმართ წამების და არადამიანური მოპყრობის ფაქტებს ეხება. ეს სამმართველო აღნიშნულ ფაქტებზე ეფექტურად და სწრაფად მოახდენს რეაგირებას", – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ უხელმძღვანელებს სამმართველოს.

კომენტარები