ადამიანის უფლებები საქართველოში

იყო თუ არა დაცული ადამიანის უფლებები 2014 წელს

მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს საკანონმდებლო ორგანომ საქართველოს საპატრიარქოს აქტიური წინააღმდეგობის მიუხედავად ე.წ ანტიდისკრიმინაციული კანონი მაინც მიიღო, უმცირესობას მიკუთვნებული ჯგუფების მდგომარეობის გაუმჯობსების ნიშნები ჯერ-ჯერობით არ ჩანს.

2013 წლის მსგავსად ქვეყანაში კვლავ გაჩნდა რამდენიმე, ცხელი, ისლამოფობიური კერა. იყო იეჰოვას მოწმეთა უფლებადარღვევებიც, რაც არც თუ იშვიათად ვლინდებოდა ფიზიკურ ძალადობაში. ლგბტ პირებზე სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფის არაერთი ფაქტი გახდა ცნობილი. გახშირებული ოჯახური ძალადობის ფაქტების გამო საზოგადოება ფემიციდზე ალაპარაკდა. არასამთავრობო ორგანიზაციათა შეფასებით კი, სახელმწიფო არასათანადოდ რეაგირებს უფლებადარღვევის ფაქტებზე, რაც დაუსჯელობის განცდას აღრმავებს და დისკრიმინაციის ხელშემწყობია.

კომენტარები