საპატრიარქო

საპატრიარქოსთან წარწერის ავტორი: გვითხრეს, რომ პატრიარქის ნებაა, არ დავისაჯოთ

facebook.com/kata.mariami

მარიამ ნატროშვილი და გვანცა ჯიშკარიანი, რომლებმაც საპატრიარქოს შესასვლელთან, კათალიკოს–პატრიარქის დაბადების დღეს „25 000 000" დაწერეს, პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ. ამის შესახებ მარიამ ნატროშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

„მოკლედ, თაბუკაშვილზე გვქონდა "გასაუბრება" პოლიციის განყოფილებაში საპატრიარქოს წარმომადგენლებთან და პოლიციის უფროსთან. ეს არ არის დაკითხვაო, ეს არის ადამიანური გასაუბრებაო. საპატრიარქოდან შემოვიდა საჩივარიო. მარგალიტები: თქვენ ორნი ხართ, ჩვენ მთელი საქართველო - პოლიციის უფროსი. პატრიარქის ნებაა, რომ არ დაისაჯოთ ( ესეიგი კანონი ვის რაში აინტერესებს),"ეგეთი რაღაცის გაკეთება არ შეიძლება, საქმის გარეთ გელაპარაკებით ეხლა"(კრწანისს განყოფილებაში თქვეს აქ გააკეტეთ, ჩვენ ადვილად გადავიტანთ, პატრიარქი ვერაო). პატრიარქის დაბადების დღეზე ასეთი რამე როგორ გააკეთეთო. ჩვენო მაგ 25 მილიონს სულ კარგ ამბებში ვხარჯავთო, განათლებაო, ბავშვთა სახლებიო, ჯანდაცვაო... მერე წაგვიყვანეს ორთაჭალაში, დაკითხვაზე. მუხლი არ ვიცითო, მოვიფიქრებთო... მოკლედ საბოლოოდ როგორც პატრიარქი გადაწყვეტს ისე იქნება..." –წერს მარიამ ნატროშვილი.

საპატრიარქპოსთან გაკეთებული წარწერის შესახებ ნატროშვილი განმარტავდა, რომ საპატრიარქოს „სრულიად საქართველოს სახელით 25 მილიონიანი ჩეკი გადასცეს" და „მის უწმინდესობასაც და ჩვენს თავსაც ვახსენებთ, რომ ჩვენი ჯიბიდან კიდევ ერთხელ და არა უკანასკნელად იხარჯება მილიონები სრულიად არა მიზნობრივად".

კომენტარები