საყდრისი-ყაჩაღიანი

პრეზიდენტი: სასამართლოს დასრულებამდე, საყდრისში სამუშაოები უნდა შეჩერებულიყო

გიორგი მარგველაშვილი
argumenti.ge

საქართველოს პრეზიდენტი საყდრისის ოქროს საბადოს ირგვლივ მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და აცხადებს, რომ სასამართლო პროცესების დასრულებამდე ოქროს მოპოვების სამუშაოები უნდა შეჩერდეს.

„სანამ მიმდინარეობს სასამართლო, მიზანშეწონილი იქნებოდა, რომ სამუშაოები შეჩერებულიყო. მე ისევ იგივე პოზიციაზე ვრჩები და მიმაჩნია, რომ ისეთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს, როგორიც არის სასამართლო, უნდა მივცეთ შესაძლებლობა ეფექტურად განახორციელოს თავისი უფლებამოსილება, რაც თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ დაცული იქნება როგორც ბიზნესის ინტერესები, ასევე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

კომენტარები