საყდრისი-ყაჩაღიანი

რატიანი: 400 მილიონი დოლარის ოქროს საბადო RMG Gold-ს უსასყიდლოდ გადასცეს

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის სერგო რატიანის ინფორმაციით, საყდრისის საბადოში დაახლოებით 10 ტონა ოქროა, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 400 მილიონ დოლარს შეადგენს. რატიანის თქმით, მთავრობამ უსასყიდლოდ გადასცა 400 მილიონი დოლარის ოქროს საბადო RMG Gold-ს. დეპუტატის შეფასებით, "ამ ყველაფრის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას".

"როგორც ცნობილია, 3 იანვარს RMG Gold უკვე საყდრისში მუშაობდა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნგრევას განაგრძობდა. RMG Gold-ს 2015 წლის 1 იანვრამდე ჰქონდა ლიცენზია და საზოგადოებისთვის უცნობი იყო, როდის გაუგრძელდა ეს ლიცენზია მას. როგორც ირკვევა, საქართველოს მთავრობამ RMG Gold-ს გასული წლის 30 დეკემბერს გაუგრძელა ლიცენზია. მაშინ, როდესაც დანარჩენი საქართველო ემზადებოდა ახალი წლისთვის, მთავრობა გადასცემდა ლიცენზიას ამ კომპანიას. მნიშვნელოვანია, ასევე აღვნიშნოთ, რომ RMG Gold-მა მთავრობას, კერძოდ, გარემოს დაცვის სამინისტროს, მიმართა მხოლოდ 29 დეკემბერს. მთავრობამ კი კვლავ გამოიჩინა შესაშური ოპერატიულობა და ერთ დღეში გადასცა ლიცენზია.

აღსანიშნავია, რომ ამ თემასთან დაკავშირებით შექმნილია საპარლამენტო საგამოძიებო კომისია და მეცნიერები, საზოგადოება, არასამთავრობოები ითხოვენ სამუშაოების შეჩერებას. მნიშვნელოვანია, რომ მანამდე ლიცენზიის ჯამურ ღირებულებაში გადახდილია 200 მილიონზე მეტი და ამ თანხაში არ შედიოდა საყდრისის ის მონაკვეთი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს შეიცავდა.

საინტერესოა, რომ ექსპერტები ვარაუდობენ, რომ აქ არის დაახლოებით 10 ტონა ოქრო, რაც დღევანდელი ფასების გათვალისწინებით, დაახლოებით 400 მილიონ დოლარს შეადგენს - მილიარდ ლარს შეადგენს. ეს ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად, მთავრობამ უსასყიდლოდ გადასცა 400 მილიონი დოლარის ოქროს საბადო RMG Gold-ს. ბუნებრივია, ისმის კითხვა, ვინ დგას ამის უკან, როგორ გაბედა მთავრობამ გადაეცა საქართველოს ამხელა განძი გადაეცა ერთ-ერთი კომპანიისათვის, პასუხი მარტივია ამ ყველაფრის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი".

კომენტარები