შსს

შსს-მ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავა

შსს-მ 1958 წელს დაბადებული არმენ მ. ნარკოტიკული საშუალების და დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავა.

ჩხრეკის შედეგად სამართალდამცავებმა 42 კაფსულა ლირიკა ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 12,6 გრ ფსიქოტროპულ ნივთიერება პრებალგინს შეიცავს. ასევე ამოღებულია 1,35 გრ ნარკოტიკული საშუალება კოდეინის და 1,35 გრ ფსიქოტროპული ნივთიერება ფენობარბიტალის შემცველი 135 აბი.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების და დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

კომენტარები