კრიმინალი

ბათუმში ბიზნესმენის მანქანა დამწვარი იპოვეს

რუსთავი 2

ბათუმში ბიზნესმენის მანქანა დამწვარი იპოვეს. დავით ფარცვანიას ტოიოტას მარკის ავტომობილი თავდადებულისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაზე მეზობლებმა ნახეს. ისინი აცხადებენ, რომ აფეთქების ხმა არ გაუგიათ, თუმცა შემთხვევის ადგილზე იყო ბენზინის ბოთლები. გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ შესაძლოა შემთხვევა კრიმინალურ ავტორიტეტებს უკავშირდებოდეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. როგორც შსს-ში ტაბულას უთხრეს, ექსპერტიზა დაადგენს, მანქანა განზრახ დააზიანეს თუ არა.

კომენტარები