იური ვაზაგაშვილის საქმე

პრემიერი: მოვითხოვ, პროკურატურამ სასწრაფოდ გამოიძიოს იური ვაზაგაშვილის საქმე

ირაკლი ღარიბაშვილი დუისში
Irakli Garibashvili Official

საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა. ადვოკატის და ახლობლების ინფორმაციით, ვაზაგაშვილი დღეს ნაღმზე აფეთქდა. 

"შოკირებული ვარ მომხდარით. იური ვაზაგაშვილის სიკვდილი ყველა ჩვენგანისათვის თავზარდამცემია. მინდა, გულწრფელად მივუსამძიმრო ვაზაგაშვილების ოჯახს. ამ ოჯახში კიდევ ერთხელ დატრიალდა წარმოუდგენელი ტრაგედია. გამოძიება დაიწყო სს კოდექსის 109-ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში. მოვითხოვ მთავარი პროკურატურისგან, სასწრაფოდ გამოიძიოს იური ვაზაგაშვილის საქმე და უმოკლეს ვადებში დაასრულოს ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ყველა დამნაშავე დაისაჯოს კანონის მთელი სიმკაცრით", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

კომენტარები