იური ვაზაგაშვილის საქმე

ვოლსკი: ვაზაგაშვილის მკვლელობა აწყობდა იმ ძალას, რომელსაც დესტაბილიზაცია სურს

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობა "აწყობდა" იმ ძალას, რომელსაც ქვეყანაში დესტაბილიზაცია სურს.

"ეს არ არის მარტო ოჯახის ზარალი, ეს არის სახელმწიფოს, პოლიტიკური ზარალი. მნიშვნელოვანია, ამ ზარალს ადეკვატურად უპასუხონ საგამოძიებო უწყებებმა. ეს აწყობდა იმ ძალას, რომლის ინტერესებშიც ქვეყანაში სტაბილიზაციის შენარჩუნება არ შედის", - თქვა ვოლსკიმ.

იური ვაზაგაშვილი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე გუშინ დაიღუპა. როგორც ტაბულასთან საუბარში ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა თქვა, ვაზაგაშვილი ნაღმის აფეთქებამ იმსხვერპლა. პროკურატურამ გამოძიება სსკ-ის 109-ე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. მის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ის ეროვნული ბიუროდან გამოასვენეს და ახლა ზურაბ ვაზაგაშვილის სახელობის არასამთავრობო ორგანიზაცია "გადაარჩინე სიცოცხლის" ოფისშია დასვენებული.

კომენტარები