თამაზ სუხიაშვილი

უკრაინაში დაღუპული მებრძოლი თამაზ სუხიაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს

თამაზ სუხიაშვილი
თამაზ სუხიაშვილი

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თამაზ სუხიაშვილი ცოტა ხნის წინ საქართველოში ჩამოასვენეს. აეროპორტში გარდაცვლილის ახლობლები, საქართველოში უკრაინის ელჩი, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები იმყოფებოდნენ.

თამაზ სუხიაშვილს აეროპორტიდან ქაშუეთის ტაძარში გადაასვენებენ, ხვალ დილით კი გორში, სადაც სუხიაშვილი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. მებრძოლს ხაშურში დაკრძალავენ.

კომენტარები