კრიმინალი

ბათუმში დაყაჩაღების მიზნით ქალი დაჭრეს

Police.ge

ბათუმში გუშინ საღამოს ქალი დაჭრეს. შემთხვევა სუპერმარკეტთან მოხდა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მძარცველები სუპერმარკეტიდან გამოსულ ქალს თავს დაესხნენ და ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენეს. დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. დაჭრილს დაზიანებები ხელისა და ზურგის არეში აქვს მიყენებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები